ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვებ-გვერდის ძველი ვესია
+ A -
A A A
a A

მიმდინარე სიახლეები

10 ივლისი, 2018

ტეგები

შეხვედრა

სასამართლოს ნეპალის მართლმსაჯულების დელეგაცია ესტუმრა

თბილისის საქალაქო სასამართლოს ნეპალის მართლმსაჯულების დელეგაცია ეწვია ნეპალის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის დოქტორ ანანდა მოჰან ბჰატარაის ხელმძღვანელობით.

ნეპალის დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში უზენაესი და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები, ასევე მედიაციის საბჭოს წევრები არიან, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე სერგო მეთოფიშვილმა და სასამართლოს მენეჯერმა მარიამ ცქიფურიშვილმა უმასპინძლეს. შეხვედრაზე მხარეებმა მედიაციის პროექტზე და სასამართლოში მისი ინპლემენტაციის საკითხებზე ისაუბრეს.

ორმხრივი გამოცდილების გაზიარების შემდგომ, დელეგაციის წევრებმა სასამართლოს შენობა დაათვალიერეს, მოინახულეს მედიაციის სასესიო ოთახები და სესიების მიმდინარეობის თაობაზე ინფორმაციია მიიღეს მედიაციის ცენტრის კოორდინატორისგან. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა მოსამართლეებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.