ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვებ-გვერდის ძველი ვესია
+ A -
A A A
a A

მიმდინარე სიახლეები

27 დეკემბერი, 2018

ტეგები

სიახლე

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას ახალი შენობა აქვს

თბილისის საქალაქო სასამართლოს ტერიტორიაზე, სამოქალაქო საქმეთა დავების კოლეგიისათვის განკუთვნილი, ოთხსართულიანი ფლიგელის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ახალი ფლიგელი სასამართლოს ადმინისტრაციულ შენობას გადასავლელი დერეფნებით უკავშირდება.

ახალ შენობაში, სამოქალაქო საქმეთა დავების განხილვისათვის 24 სხდომათა დარბაზია, მათ შორის, ერთი ბიზნეს დავებისათვის. შენობაში 40-მდე მოსამართლის სამუშაო ოთახი და სასამართლოს აპარატის თანამშრომლებისთვის განკუთვნილი სამუშაო სივრცეა, სადაც განთავსდა 120-ზე მეტი თანამშრომელი. ყველა მოსამართლეს ახალი სამუშაო ოთახი და ინდივიდუალური სხდომათა დარბაზი აქვს.

მოსამართლეთა აპარატის სამუშაო სივრცე უშუალოდ მოსამართლეთა სამუშაო ოთახების გასწვრივ მდებარეობს, რაც დროის მენეჯმენტის გათვალისწინებით, რაციონალურად დაიგეგმა. ახალ შენობაში საკონფერენციო და სამოქალაქო საქმეთა არქივის ოთახებიც მოეწყო.

ახალი შენობა საერთაშირისო სტანდარტებს სრულად შეესაბამება და აქ კომფორტული სამუშაო გარემოა შექმნილი, როგორც მხარეებისთვის, ისე სასამართლოს მოხელეებისთვის.