ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვებ-გვერდის ძველი ვესია
+ A -
A A A
a A

მიმდინარე სიახლეები

20 მარტი, 2019

ტეგები

სიახლე

ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2019 წლის 27 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოსა და შპს ,,ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა-თბილისისშორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი თბილისის საქალაქო სასამართლოს მენეჯერმა მარიამ ცქიფურიშვილმა და შპს ,,ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა-თბილისისაკადემიურმა დირექტორმა არჩილ სუმბაძემ მოაწერეს.

მემორანდუმის ფარგლებში თბილისის საქალაქო სასამართლო სკოლის მოსწავლეებისთვის სასამართლოში ვიზიტების და იმიტირებული სასამართლო პროცესების ჩატარებას, საჯარო-საგანმანათლებლო აქტივობებისა და ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს.

მემორანდუმის პარალელურად მოსწავლეებისა და მოსამართელეების შეხვედრა გაიმართა. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე - ნანა დარასელიამ, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე თამარ ჩიხლაძემ და სისხლის, საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე ელენე გოგუაძემ მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხეს. მოსამართლეებმა მოსწავლეებს სასამართლოს სტრუქტურა და მუშაობის სპეციფიკა გააცნეს. მხარეებმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსა და მედიაციის ინსტიტუტის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის და ბავშვთა უფლებების შესახებ ისაუბრეს.

სკოლის მოსწავლეებმა სასამართლოს მომსახურების ცენტრი დაათვალიერეს და დავის ალტერნატიული გადაწყვეტის - მედიაციის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დღესვე მოსწავლეები სამოქალაქო საქმის განხილვის პროცესს დაესწრნენ.