ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვებ-გვერდის ძველი ვესია
+ A -
A A A
a A

მიმდინარე სიახლეები

11 მარტი, 2019

ტეგები

სიახლე , განცხადება

თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადება

თბილსის საქალაქო სასამართლო ეხმიანება 2019 წლის 10 მარტს, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2- ის ყოველკვირეულ პროგრამა P.S -ში  გასულ რეპორტაჟს, რომელიც არსებითად მცდარ ფაქტებს შეიცავდა. საქმე ეხება მსჯავრდებულ მირზა სუბელიანზე მომზადებულ სიუჟეტს, სადაც არასწორად  იქნა განმარტებული მისთვის წარდგენილი ბრალდება და ამავე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის ზომა. კერძოდ, მირზა სუბელიანს ბრალად ედებოდა დანაშაულის შეუტყობინებლობა, იმის მიერ ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული (საქართველოს სს კოდექსის 376- მუხლი2017 წლის 1 დეკემბრის რედაქცია).  დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქციით, აღნიშნული მუხლი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული იყო და ითვალისწინებდა  ჯარიმასშინაპატიმრობას  და თავისუფლების აღკვეთას

სასამართლოს განაჩენით, მირზა სუბელიანის მიმართ დანაშაულის შეუტყობინებლობისათვის წარდგენილი ბრალდება (საქართველოს სს კოდექსის 376- მუხლი, 2017 წლის 1 დეკემბრის რედაქციაგადაკვალიფიცირდა  და მას მსჯავრი დაედო დანაშაულის დაფარვისათვის (საქართველოს სს კოდექსის 375- მუხლი), რაც ასევე  ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულია და  აღნიშნული მუხლიც ითვალისწინებს ჯარიმას, შინაპატიმრობას და  თავისუფლების აღკვეთასაც.  

საქმის არსებითად განხილვისას, ბრალდებულმა უდაოდ  ცნო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებისასამართლოს  შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, ბრალდებულისთვის  შეეძლო დაენიშნა პირობითი მსჯავრიც, თუმცა,  2019 წლის 4 მარტის  გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე მირზა სუბელიანს სასჯელის სახედ  და ზომად  1 წლისა და 1 თვის ვადით  თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

ყოველკვირეულ პროგრამა P.S -ის  რეპორტაჟში მიზანმიმართულად მოხდა აპელირება  საქართველოს სს კოდექსის 376- მუხლში  შესულ ცვლილებაზერომელიც 2018 წლის  4 ივლისის რედაქციით დამძიმდა. რეპორტაჟის ავტორმა რესპოდენტებთან ერთად განავითარა მსჯელობა, თითქოს სასამართლომ ბრალდებულისთვის სასჯელის მსუბუქი ზომა  გამოიყენა.