ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვებ-გვერდის ძველი ვესია
+ A -
A A A
a A

სასამართლო გადაწყვეტილებები

24 მაისი, 2019

ტეგები

განაჩენი

სასამართლომ საბრძოლო მასალის შეძენა შენახვის ბრალდების საქმეზე გ.ჭ. დამნაშავედ ცნო

2019 წლის 24 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვის ფაქტზე, ბრალდებულ ..- მიმართ.  სასამართლომ განზრახი, მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის  ბრალდებულ .- 3 წლით და 6 თვის ვადით  თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა 23 ცალი ქარხნული წესით დამზადებული საბრძოლო მასალა, 1943 წლის ნიმუშის 7,62 მმ კალიბრის სამხედრო დანიშნულების ვაზნა, განკუთვნილი 7,62 მმ კალიბრის ,,კალაშნიკოვისკონსტრუქციის ავტომატებისათვის, კარაბინისათვის, ხელის ტყვიამფრქვევებისათვის და სხვა. აღნიშნულ ვაზნებს ბრალდებული საცხოვრებელ სახლში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა.

დახურულ სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულმა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებაბით, უტყუარად დადასტურდა გ.ჭ.-ს მიერ საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის  ჩადენა, რომელიც თავის მხრივ მომეტებული საფრთხის შემცველი ქმედებაა.