ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვებ-გვერდის ძველი ვესია
+ A -
A A A
a A

სასამართლო გადაწყვეტილებები

2 მაისი, 2019

ტეგები

სიახლე

სასამართლომ დასაშვებად ცნო ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ექსტრადიცია რუსეთის ფედერაციაში

2019 წლის 1 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დასაშვებად ცნო ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის იაროსლავ სუმბაევის ექსტრადიცია რუსეთის ფედერაციაში.

სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორის შუამდგომლობა, იაროსლავ სუმბაევის მიმართ სისხლისამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით წინასწარი შეთანხმებით, პირთა ჯგუფის მიერ ქურდობის და რამდენიმე მძიმე დანაშაულის ჩადენის მიზნით დანაშაულებრივი საზოგადოების/ორგანიზაციის შექმნის, და ასეთი საზოგაოდების/ორგანიზაციის ხელმძღვანელობის ბრალდების საქმეზე.

სასამართლომ მიიჩნია, რომ იაროსლავ სუმბაევის მიმართ ექსტრადიციის განხორციელებისათვის დაცულია, როგორც საერთაშორისო, ისე სამართლებრივი დახმარების შესახებ კანონმდებლობის ყველა მოთხოვნა, ექსტრადიციის სამართლებრივი საფუძვლების, პირის იდენტიფიკაციის, ორმაგი დანაშაულის პრინციპის, დანაშაულის ხანდაზმულობის, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის სტატუსის  შესახებ.

სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან 7 დღის ვადაში, საკასაციო საჩივრის შეტანის გზით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.