ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვებ-გვერდის ძველი ვესია
+ A -
A A A
a A

სასამართლო გადაწყვეტილებები

22 მაისი, 2019

ტეგები

სიახლე , აღკვეთის ღონისძიება

სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ ოთხი ბრალდებულის მიმართ პატიმრობა, ხოლო შვიდის მიმართ საპატიმრო გირაო გამოიყენა

2019 წლის 22 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა პროფესიული სპორტული შეჯიბრების მონაწილის მოსყიდვისა და უკანონოდ ფულის მიღების ბრალდების საქმეზე, დაკავებული 11 ბრალდებულის მიმართ.

ბრალდებულებს: ..-, ..-, ..- და ..-, რომლებსაც ბრალად ედებათ ორგანიზებული ჯგუფის მიერ პროფესიული სპორტული შეჯიბრების მონაწილის მოსყიდვა, შეჯიბრების შედეგზე ზეგავლენის მიზნით აღკვეთის ღონისძიების სახედ შეეფარდათ პატიმრობა. ხოლო, ..-, ..-, . .-, ..-, . .-, ..- და . .- შეეფარდათ საპატიმრო გირაო, თოთოეულს - 10 000 ლარის ოდენობით. ბრალდებულებს, რომლებსაც გირაოს გადახდის ვადად 20 დღე განესაზღვრათ, ბრალად ედებათ პროფესიული სპორტული შეჯიბრების მონაწილის მიერ უკანონოდ ფულის მიღება, შეჯიბრების შედეგზე ზეგავლენის მიზნით.

საქმე ეხება 2019 წლის 3 აპრილს, . თბილისში ,,სპაერისსტადიონზე ,,თბილისის მერანსადა ,,ლანჩხუთის გურიასშორის გამართულ მატჩს, რა დროსაც საფეხბურთო გუნდებს შორის გამართულ თამაშში, დაფიქსირდა წინასწარ შეთანხმებული შედეგი.

ღია სასამართლო სხდომაზე შუამდგომლობის განხილვისას სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ფაქტობრივი საფუძვლები ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოსაყენებლად. ფორმალური საფუძვლების შეფასების შემდგომ, სასამართლომ ჩათვალა, რომ არსებობდა ბრალდებულების მხრიდან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2019 წლის 15 ივლისს 16:00 საათზე გაიმართება.