ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვებ-გვერდის ძველი ვესია
+ A -
A A A
a A

სასამართლო გადაწყვეტილებები

4 მარტი, 2019

ტეგები

განაჩენი

დანაშაულის დაფარვისათვის მ.ს-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა

2019 წლის 4 მარტს,  თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო,  წინასასამართლო სხდომისა და არსებითად განხილვის კოლეგიამ
ბრალდებული მ. ს. დამნაშავედ ცნო და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

მტკიცებულებათა შეფასებით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ ბრალდებულისთვის ცნობილი იყო გ.ჯ.-ს მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი. სასამართლოს განაჩენით, მ.ს.-ს მიმართ დანაშაულის შეუტყობინებლობისათვის წარდგენილი ბრალდება, გადაკვალიფიცირდა  და მას მსჯავრი დაედო დანაშაულის დაფარვისათვის.  

გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად
1 წლით და 1 თვის ვადით  თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.