ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვებ-გვერდის ძველი ვესია
+ A -
A A A
a A

სასამართლო გადაწყვეტილებები

7 თებერვალი, 2019

ტეგები

განაჩენი

ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით განესაზღვრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა და გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა თაღლითობისა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და გასაღების ბრალდების საქმეზე, ბრალდებულ ქ.მ.-ს მიმართ.

სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვასა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღებაში (2 ეპიზოდი). თაღლითობის ნაწილში (3 ეპიზოდი) სასამართლოს მიერ გადაკვალიფიცირდა თაღლითობის მცდელობაზე და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით.

საქმე ეხება, 2018 წლის მარტი-მისის პერიოდში, ქ.თბილისში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბ ,,კაფე გალერიში“, ასევე, ნასიძისა და კოსტავას ქუჩებზე, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ე.წ. ,,ექსტაზის“, იგივე მდმა-ს შეძენა, შენახვისა და გასაღების ფაქტებს.