ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვებ-გვერდის ძველი ვესია
+ A -
A A A
a A

სასამართლო გადაწყვეტილებები

10 აპრილი, 2019

ტეგები

სიახლე , განაჩენი

თაღლითობის ბრალდების საქმეზე სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა

2019 წლის 10 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, დიდი ოდენობით ბრალდების საქმეზე და მ.რ.-ს სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

საქმის მასალების თანახმად, 2014 წლის ბოლოს, ..- შპს ,,დიღომი დისთრიქთ აფართამენთისდირექტორ მ.რ.-თან შეთანხმებით, .თბილისში, ჩაჩავას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მენაშენეებს მოსთხოვა, დამატებით 1500 ლარის ჩარიცხვა შპს ,,რელაინისსაბანკო ანგარიშზე, ხოლო, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის, ასევე 370 ლარის გადახდა, ნაცვლად რეალური ღირებულებისა, რომელიც შეადგენდა 50 ლარს.

2014-2016 წლებში შპს ,,დიღომი დისთრიქთ აფართამენთის.თბილისში, ჩაჩავას ქუჩაზე მდებარე ობიექტების მენაშენეების მიერ, შპს ,,რელაინისსაბანკო ანგარიშზე, კომუნიკაციის შეყვანის მიზნობრიობით ჩარიცხულ იქნა 190 992 ლარი, ხოლო, საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნობრიობით, ..- მითითებულ შპს ,,რელაინისსაბანკო ანგარიშზე - 67 100 ლარი, საიდანაც 21 915 ლარი გადარიცხულ იქნა საჯარო რეესტრის შესაბამის საბანკო ანგარიშზე, ხოლო დარჩენილ თანხას დაეუფლა ..

აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით, .. შპს ,,ცენტრპოინტ ჯგუფისსაორგანიზაციო განყოფილების უფროს ..- დახმარებით, მოტყუებით, დაეუფლა მენაშენეთა კუთვნილ თანხებს, რომლის საერთო ოდენობა 236 177 ლარს შეადგენდა.

საქმის არსებითად განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით, მოწმეთა, დაზარალებულთა ჩვენებების და საქმეში არსებული დოკუმენტური მტკიცებულებების გათვალისწინებით, სასამართლომ . . დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში.