ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვებ-გვერდის ძველი ვესია
+ A -
A A A
a A

სასამართლოს შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 აპრილის ბრძანებულებით, 2005 წლის 5 მაისს, ლიკვიდირებულ იქნა გლდანი-ნაძალადევის, ისანი-სამგორის, დიდუბე-ჩუღურეთის, კრწანისი-მთაწმინდის და ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოები და შეიქმნა თბილისის საქალაქო სასამართლო, რომლის სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა . თბილისის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრებით.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ფუნქციონირებს სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიები. თბილისის საქალაქო სასამართლოში სულ 41 სხდომათა დარბაზია, რომლებიც აღჭურვილია უახლესი აპარატურით. აღსანიშნავია, რომ დარბაზებში შესასვლელები მოწყობილია მოსამართლეებისათვის და პროცესზე დამსწრეებისათვის ერთმანეთისაგან იზოლირებულად, ხოლო სისხლის სამართლის საქმეთა დარბაზებში დამატებით, დამოუკიდებელი შესასვლელია განკუთვნილი პატიმრებისათვის. სასამართლოში დასაქმებულია 600-მდე მოხელე და უფლებამოსილებას ახორციელებს 111 მოსამართლე.

თბილისის საქალაქო სასამართლო სამი შენობისგან შედგება. სასამართლოს ეზოში, მთავარ შენობამდე განთავსებულია მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი სადაც ხდება მოქალაქეთა და მხარეთა განცხადებების, შუამდგომლობების და საჩივრების მიღება, ასევე მზა დოკუმენტაციის გაცემა. ამავე შენობაშია განთავსებული საქმის გასაცნობი და მედიაციის სასესიო ოთახები. მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი მთავარ შენობას დერეფნით უკავშირდება, რომლითაც მხოლოდ სასამართლოს მოხელეები სარგებლობენ.

2018 წლის ნოემბერში დასრულდა სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისათვის განკუთვნილი ახალი ფლიგელის მშენებლობა და შენობას დაემატა 15 სხდომათა დარბაზი. ახალ ფლიგელში სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის  მოსამართლეებისათვის და მათი შემადგელობებისთვის სამუშაო ოთახები მოეწყო. 

სასამართლოს ძირითადი შენობა 6 სართულისგან შედგება. შენობის პირველ სართულზე განლაგებულია 17 სხდომის დარბაზი. მთავარ ფლიგელში, საინფორმაციო სივრცეში განთავსებულია ელექტრონული ტაბლოები, რომელთა მეშვეობითაც დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია მიმდინარე და დღის მანძილზე ჩანიშნული პროცესების შესახებ. მეორე სართულზე სხდომათა დარბაზებია განთავსებული, ასევე სართულის ნაწილი თანამშრომელთა სამუშაო სივრცეებისთვისაა განკუთვნილი.

შენობის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სართულის ნაწილი სასამართლოს მოხელეთა და მოსამართლეთა სამუშაო ოთახებს ეთმობა. მეექვსე სართულზეა ასევე სხდომათა 8 დარბაზი, რომლებშიც ადმინისტრაციული საქმეები იხილება.