GEOENG
   
 
 
     
ლატვიის დელეგაციის ვიზიტი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ლატვიის სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები სტუმრობდნენ. მოწვეულ სტუმრებს, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ, მოსამართლეებთან - ნიკოლოზ მარგველაშვილსა და ბადრი შონიასთან ერთად უმასპინძლა. შეხვედრაზე  მხარეებმა ორმხრივი გამოცდილება გაუზიარეს ერთმანეთს. ვიზიტის პირველ ნაწილში, მოეწყო ელექტრონული საქმის წარმოების ქართული პროგრამის პრეზენტაცია, ხოლო მეორე ნაწილში ლატვიის დელეგაციის წარმომადგენელმა, მადარს პლეპისმა ლატვიური საქმის წარმოების პროგრამა წარუდგინა დამსწრეებს. 
 
ლატვიის დელეგაციის ვიზიტი სასამართლოს შენობის დათვალიერებით დასრულდა. სტუმრებმა მოინახულეს სასამართლო სხდომის დარბაზები, მათ შორის ნაფიც მსაჯულთა დარბაზი და მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი. უცხოელი კოლეგები ასევე დაინტერესდნენ მედიაციის პროექტის მიმდინარეობით.
 
    
 
    
ბეჭდვა
შეიყვანეთ ელ.ფოსტის მისამართი
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.