GEOENG
   
 
 
     
149-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები თბილისის საქალაქო სასამართლოში
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის პროგრამის ”პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა” ფარგლებში, 149-ე საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები ეწვივნენ. მოსწავლეებს თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეს-სამსახურის თანამშრომლებმა უმასპინძლეს და სასამართლოს შენობა და სხდომის დარბაზები დაათვალიერებინეს. მოსწავლეები ასევე გაეცნენ ელექტრონული საქმის წარმოების პროცესს, მიიღეს ინფორმაცია სასამართლო მედიაციის პროექტის შესახებ და მედიაციის სესიებისათვის განკუთვნილი ოთახებიც მოინახულეს.
 
პრეს-სამსახურის თანამშრომლებმა სტუმრებს დაათვალიერებინეს ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდი, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთვის განკუთვნილი N1 დარბაზიც. 
 
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეები დაინტერესდნენ, თუ რა შემთხვევაში შეიძლება გაიმართოს სასამართლო პროცესი ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით, როგორ ხდება ნაფიცი მსაჯულების შერჩევა და  ნაფიცი მსაჯულობისთვის შერჩეული კანდიდატის აცილება.  
 
თბილისის საქალაქო სასამართლო ყოველთვის გვერდით უდგას და იზიარებს ახალგაზრდების ინიციატივებს, რაც მათთვის პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას უკავშირდება. 
 
   
 
  

ბეჭდვა
შეიყვანეთ ელ.ფოსტის მისამართი
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.