GEOENG
   
 
 
     
იმიტირებული სასამართლო პროცესები თბილისის საქალაქო სასამართლოში

თბილისის საქალაქო სასამართლოში იმიტირებული სასამართლო პროცესები გაიმართა.

”ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფის” პროექტების - ”არასრულწლოვანთა განვითარების პროგრამა” და ”სტუდენტთა სტაჟირების პროგრამის” ფარგლებში, ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით  დასკვნითი იმიტირებული სასამართლო სხდომები გაიმართა.  ნაფიცმა მსაჯულებმა განზრახ მკვლელობის სისხლის სამართის საქმეები განიხილეს. 

”არასრულწლოვანთა განვითარების პროგრამა” და ”სტუდენტთა სტაჟირების პროგრამა” აერთიანებს თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეებს და სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს მე-3 კურსის ჩათვლით. პროგრამის მიზანია სკოლის მოსწავლეებში სამართლებრივი თვითშეგნების ამაღლება, ხოლო სტუდენტებისთვის თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. პროექტის ფარგლებში თბილისის საქალაქო სასამართლოში სულ 7 სასამართლო პროცესი ჩატარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლო მხარს უჭერს ახალგაზრდების ინიციატივებს, რომლებიც მათ პროფესიულ განვითარებას ემსახურება და მზადყოფნას გამოთქვამს მომავალშიც გააგრძელოს მათი მხარდაჭერა.

    
 
  
ბეჭდვა
შეიყვანეთ ელ.ფოსტის მისამართი
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.