GEOENG
   
 
 
     
მემორანდუმი საქართველოს იურისტთა ეროვნულ ასოციაციასა და ELSA -ს შორის

2015 წლის 11 დეკემბერს, მართლმსაჯულების სახლში ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის (ELSA) ორგანიზებით, სტუდენტთა გაცვლითი სამუშაო პროგრამის ”STEP - წარმატების კარი ევროპაში”, პრეზენტაცია გაიმართა. პროგრამა სამართლის სტუდენტებსა და ახალგაზრდა იურისტებს საშუალებას აძლევს შეიძინონ პროფესიული გამოცდილება და ევროპის მასშტაბით დასაქმდნენ. 

შეხვედრას პარტნიორებისა და  პოტენციური დამსაქმებლების რანგში სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს  იურისტთა ეროვნული ასოციაციის (GLNA) პრეზიდენტმა მამუკა ახვლედიანმა და ასოციაციის დამფუძნებლებმა ირაკლი ბურდულმა და დავით ლანჩავამ. პროგრამის მნიშვნელობასა და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა თბილისის საქალაქო სასამართლოს მენეჯერმა მაკა თოდუამ.

დღესვე, საქართველოს იურისტთა ეროვნულ ასოციაციასა და ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი საქართველოს იურისტთა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტმა მამუკა ახვლედიანმა და ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის პრეზიდენტმა ქეთევან მჭედლიშვილმა მოაწერეს. ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში დაიგეგმება და განხორციელდება როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო პროექტები, რაც პროექტის მონაწილეებს პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაში დაეხმარება.

  
 
 
 
ბეჭდვა
შეიყვანეთ ელ.ფოსტის მისამართი
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.