GEOENG
   
 
 
     
მედიაციის განვითარების მიზნით მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა და სასამართლო მედიატორთა ასოციაციას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე  და იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი, მოსამართლეები, ადვოკატები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. 
 
მხარეებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება, სამომავლოდ მჭიდრო და ეფექტური თანამშრომლობის საწინდარია. მემორანდუმის ფარგლებში, დაიწყება აქტიური მუშაობა მედიაციის პროექტის პოპულარიზაციის და საქართველოს სასამართლოებში ამუშავების მიზნით. 
 
მედიაცია - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის მეთოდი, რომელიც მხარეთა შორის ურთიერთშეთანხმებას გულისხმობს, თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმატებით ხორციელდება.
 
    
 
      
ბეჭდვა
შეიყვანეთ ელ.ფოსტის მისამართი
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.