GEOENG
   
 
ნანა დარასელია

დაიბადა 1977 წლის 28 აპრილს ქ. სოხუმში.

1993-1998 წლებში სწავლობდა თბილისის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში - ,,იბერია’’, იურიდიულ ფაკულტეტზე, სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

1999 წელს საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში გაიარა მოსამართლის თანაშემწის სამთვიანი კურსი და ჩააბარა სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ტესტური გამოცდა.

1999 წელს მუშაობდა სოხუმის ინდუსტრიულ კოლეჯში იურიდიული საგნების მასწავლებლად.

1999-2001 წლებში სწავლობდა ქ. თბილისის ი. ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის სინქრონული თარგმნის განყოფილებაზე, ინგლისური ენის სპეციალობით.

2002-2003 წლებში მუშაობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.

2003-2004 წლებში მუშაობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე.

2003 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

2004 წელს ჩააბარა ადვოკატთა ტესტირება საერთო სპეციალიზაციით.

2004-2005 წლებში მუშაობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს საერთო განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.

2005 წელს ნოემბერ-დეკემბერში ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.

2005-2007 წლებში მუშაობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს აპარატის უფროსის თანამდებობაზე.

2006 წლის 24 თებერვალიდან 2007წელს 10 ნოემბრამდე მუშაობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტის კონსულტანტის თანამდებობაზე.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 10 ნოემბრის N1/231-2007 გადაწყვეტილებით დაინიშნა მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს N1/244-2007 გადაწყვეტილებით მივლინებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლედ.

2010 წლის 6 აგვისტოს დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ.

ჰყავს შვილი.

ბეჭდვა
შეიყვანეთ ელ.ფოსტის მისამართი
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.