დაიბადა 1966 წლის 10 აგვისტოს, ქ. ხაშურში.
1983 წელს დაამთავრა ხაშურის რკინიგზის N3 საშუალო სკოლა.
1992 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
1993-1994 წლებში იყო ქარელის რაიონის პროკურატურაში სტაჟიორი უფროსი გამომძიებელი, ხოლო შემდეგ ხაშურის სარაიონთაშორისო პროკურატურაში სტაჟიორი უფროსი გამომძიებელი.
1994-1995 წლებში მუშაობდა იმავე პროკურატურაში უფროს გამომძიებლად.
1995-1998 წლებში მუშაობდა ხაშურის ტრანსპორტის პროკურორის თანაშემწედ.
1998-2002 წლებში მუშაობდა ხაშურის რეგიონალური ტრანსპორტის პროკურორის უფროს თანაშემწედ.
2002-2005 წლებში იყო ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე.
2005 წლიდან არის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.
ამჟამად მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს თბილისის საქალაქო სასამართლოში.
ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.