GEOENG
   
 
სასამართლომ ბრალდებულების მიმართ გირაო გამოიყენა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბრალდებულების გ. მ.-სა და მ. თ. -ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ ორივე ბრალდებულის მიმართ გამოიყენა გირაო - გ. მ.-ს 50 000 ლარის, ხოლო მ. თ.-ს მიმართ  10 000 ლარის ოდენობით, პატიმრობის უზრუნველყოფით. სასამართლომ გირაოს თანხის გადასახდელად 30 დღე განსაზღვრა.

წარდგენილი ბრალის თანახმად, გ. მ.-ს ბრალად ედება სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღევა, იმის მიერ ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი. ბრალდებულ მ. თ.-ს ბრალად ედება გულგრილობა, ესეიგი ორგანიზაციაში სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი.

სასამართლომ, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და სასამართლოში წარმოდგენილი მასალების შესწავლის შემდგომ მიიჩნია, რომ სახეზეა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ისე ფორმალური საფუძვლები. სასამართლომ გაითვალისწინა ბრალდებულების მიმართ წარდგენილი ქმედების ხასიათი, სიმძიმე, ბრალდებულების პიროვნული მახასიათებლები, აგრეთვე ის გარემოებები, რომ წარსულში არ არიან ნასამართლევები, გამოძახებისთანავე ცხადებოდნენ საგამოძიებო ორგანოში, გააჩნიათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და მჭიდროდ არიან დაკავშირებული საქართველოსთან. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი მიზნების მიღწევა შესაძლებელია გირაოს გამოყენების პირობებშიც და არ არის აუცილებელი ყველაზე უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენება.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 19 სექტემბერს 12:00 საათზე გაიმართება.

 

ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.