GEOENG
   
 
თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადება

ერთ-ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ გაავრცელა ინფორმაცია, იმის თაობაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა : გიორგი დარახველიძემ შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ 365 მილიონი ლარით, ხოლო ვლადიმერ კაკაბაძემ კონკრეტული კერძო კომპანიები 150 მილიონი აშშ დოლარით დააჯარიმა. 

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე გიორგი დარახველიძე, შპს „ჯორჯიან მანგანეზის“  ბრალდების საქმეს არსებითად იხილავს, საქმის წარმოება მიმდინარეა და არავითარი ჯარიმა, კომპანიის მიმართ გამოყენებული არ ყოფილა. ასევე, მიმდინარეა სამოქალაქო საქმის წარმოება „ტერაბანკის“ მიმართ, სადაც საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლოს ჯერ არ მიუღია. რაც შეეხება სამოქალაქო დავას,  „ბრითიშ ამერიკან თობაქოსა“ და „ფილიპ მორისის“ მიმართ, საქმეზე მიღებული პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება კომპანიებისათვის ჯარიმების დაკისრების თაობაზე,  ზემდგომ ინსტანციაში გაუქმდა. შესაბამისად, აპელირება უცხოელი ინვესტორებისათვის მიზანმიმართულად და ხელოვნურად პრობლემების შექმნის თაობაზე სიმართლეს არ შეესაბამება.  

მოვუწოდებთ დაინტერესებულ პირებს, თავი შეიკავონ მოსამართლის საქმიანი რეპუტაციისა და იმიჯის დისკრედიტაციისგან, მცდარი და დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებით.  

ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.