GEOENG
   
 
ევროპის საბჭოს ექსპერტები სტუმრად სასამართლოში

თბილისის საქალაქო სასამართლოს  ევროპის საბჭოს ექსპერტები ნიდერლანდების სამეფოდან, ბერტ მაანი და ჰერმინ მასმეიერი ეწვივნენ. სტუმრებს, სასამართლოს მენეჯერმა მარიამ ცქიფურიშვილმა უმასპინძლა.

შეხვედრაზე, საუბარი შეეხო სასამართლოს წინაშე მდგარ გამოწვევებსა და ცვლილებებს, რომლებიც სასამართლოს სტრუქტურამ პრობლემური საკითხების აღმოფხვრის მიზნით განიცადა. ბერტ მაანი, ასევე დაინტერესდა როგორ ახერხებს სასამართლოს მენეჯმენტი კონკრეტული გამოწვევების მართვას და რა საჭიროებების წინაშე დგას ის ამჟამად.

შეხვედრის დასასრულს, სტუმრებმა მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი და მედიაციის სასესიო ოთახები მოინახულეს. ვიზიტი, ევროპის საბჭოს (CoE) მიერ მხარდაჭერილი პროექტის: „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერების“ ფარგლებში გაიმართა.

ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.