GEOENG
   
 
თბილისის საქალაქო სასამართლოს რვა მოსამართლე ასოციაცია „მოსამართლეთა ერთობას“ ტოვებს და მიმართვას ავრცელებს
‘’2017 წლის 30 მაისს, ასოციაცია „მოსამართლეთა ერთობის“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას არ ვეთანხმებით: განცხადება გაკეთებულია ჩვენთან შეთანხმების გარეშე, აღნიშნული ფორმით განცხადების გაკეთება ჩვენთვის, როგორც ასოციაციის წევრებისათვის მიუღებელია, რამდენადაც მსგავსი განცხადებები შეთანხმებული უნდა იყოს ასოციაციის წევრებთან და არ უნდა გამოხატავდეს მხოლოდ ცალკეული პირების პოზიციას, რასაც წარსულშიც არაერთხელ ჰქონდა ადგილი. მიგვაჩნია, რომ ასოციაციის სახელით განცხადების გაკეთება უნდა ემსახურებოდეს მოსამართლეთა კორპუსის გაერთიანებას და გაჯანსაღებას და არ უნდა იყოს მიმართული კოლეგების დამცირებისა და შეურაცხყოფისაკენ, რის გამოც ვტოვებთ ასოციაციას. "

თამარ ჭუნიაშვილი
ცისანა სირბილაძე
შორენა გუნცაძე
ლაშა ქოჩიაშვილი
მაია შოშიაშვილი
ასმათ კოხრეიძე
შორენა ჯანხოთელი
ანა ჩოგოვაძე
ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.