GEOENG
   
 
მკვლელობისათვის მსჯავრდებული სასჯელს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოიხდის
ავტომანქანის ხელოსნის მკვლელობისათვის ბრალდებული კონსტანტინე ლ.  18 წლიან სასჯელს ხონი-ქუტირის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გამოჯანმრთელებამდე მოიხდის. ამავე საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობისათვის ბრალდებულ პაატა ხ.-ს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიამ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
 
საქმე ეხება, თბილისში, ვაკეში, 2016 წლის სექტემბერში, ავტოფარეხში განთავსებულ სახელოსნოსთან მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც კონსტანტინე ლ.-მა  შურისძიების მოტივით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რამაზ მ.-ს გულმკერდის არეში მიაყენა ცეცხნასროლი გამჭოლი ჭრილობა და მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, იგი გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე კონსტანტინე ლ.-ს  თან ახლდა პაატა ხ. , რომელმაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის თაობაზე არ აცნობა სამართალდამცავ ორგანოებს. 
 
წარდგენილი ბრალის თანახმად, კონსტანტინე ლ.-ს ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობა, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება. მასვე, ბრალად ედებოდა ცივი იარაღის ტარება,  ხოლო პაატა ხ.-ს  ბრალდების მხარე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა, იმის მიერ ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. 
 
სასამართლომ მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილად მიიჩნია ორივე ბრალდებულის მხრიდან ბრალად შერაცხულ დანაშაულთა ჩადენის ფაქტები. საქმის მასალების გამოკვლევისას, დადგინდა, რომ კონსტანტინე ლ.-ს აქვს ფსიქიკური პრობლემები, თუმცა დანაშაულის ჩადენისას იგი შერაცხადი იყო. კონსტანტინე ლ.-ს სასამართლომ, მკვლელობისათვის წარდგენილ ბრალდებაში 12 წლით, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა - შენახვისათვის 2 წლით, ხოლო ტარებისათვის 5 წლით  თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მასვე, ცივი იარაღის ტარებისათვის 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამ დანაშაულებისთვის დადგენილი სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ, ასევე სასჯელს დაემატა წინა განაჩენით მოუხდელი ნაწილი 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, კონსტანტინე ლ.-ს განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. 
 
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.

ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.