GEOENG
   
 
ბრალდებული დავიდ მაიერი სასამართლო სხდომის დარბაზიდან გათავისუფლდა
2012 წლის 6 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ  დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბრალდებულ დავიდ მაიერის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გირაოთი   შეცვლის თაობაზე და მას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეეცვალა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით -  გირაო 5 ათასი ლარის ოდენობით. ბრალდებული გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. 

დავიდ მაიერს   ბრალად ედებოდა საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება.

აღკვეთი ღონისძიების შეცვლის არგუმენტად ბრალდების მხარემ  მიუთითა  საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიება დავიდ მაიერის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე, რაზეც შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

აღკვეთის ღონისძიების საკითხის განხილვისას სასამართლომ მიიჩნია, რომ შუამდგომლობაში მითითებული გარემოებები წარმოადგენს ახალ არსებით გარემოებებს, რის საფუძველზეც, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება დავიდ მაიერის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, შეიცვალოს ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით.    სასამართლომ, ასევე მხედველობაში მიიღო საქმის გარემოებები, ბრალდებულის ოჯახური მდგომარეობა და მხარეთა განმარტებები.

გარდა ამისა,  ვინაიდან  დავიდ მაიერი  არის უცხო ქვეყნის მოქალაქე, აქვს კონტაქტები საქართველოს საზღვრებს გარეთ,  მის მიმართ აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად გამოყენებულ იქნა ვალდებულება, რომლის საფუძველზეც, ბრალდებულს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ეკრძალება საქართველოს ტერიტორიის დატოვება.

საქმის არსებითად განხილვის მომდევნო სხდომა გაიმართება 2012 წლის 19 დეკემბერს, 15 საათზე.

შეგახსენებთ, საქმის მასალების მიხედვით,  2012 წლის 7 სექტმებერს თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურიდან 7 კილომეტრის დაშორებით, მდინარე ლოპოტას მარცხენა სანაპიროზე სამართალდამცავების მიერ დაკავებულ იქნა ბრალდებული დავიდ მაიერი. მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა საბრძოლო მასალა, კერძოდ 2 ცალი ხელის მსხვრევადი ყუმბარა 2 ცალ ამფეთქ ფალიასთან ერთად, რომელიც ბრალდებულმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა, ინახავდა და ატარებდა.  
 
                                                              თბილისის საქალაო სასამართლოს პრესსამსახური

ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.