GEOENG
   
 
პრეს-რელიზი
დღეს, 21 ივლისს თბილისის საქალქო სასამრთლომ იური ბარბქაძეს, დიმიტრი ჭელიძეს, მამუკა აფციაურსა და ხვიჩა წკეპლაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრება შეუფარდა. 

ბრალდებულებს ბრალად ედებათ ორგანიზებული ჯგუფის მიერ სხვისი ქონების გამოძალვა, რასაც დაზრალებულის მიმართ ძალადობის გამოყენება ერთვის. გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, ხსენებულმა პირებმა განზრახვის სისრულეში მოსაყვანად და დანაშაულებრივი მიზნის შესანიღბად, დააფუძნეს შპს "ავტოპარკინგი" და ავტოსადგომის მორიგეებს ეუბნებოდნენ, რომ მათ მოგებული ტენდერის შესაბამისად, ექსკლუზიურად გააჩნდათ უფლება ქ. თბილისში მოეწყოთ ავტოსადგომები, მოითხოვდნენ მათგან გაეფორმებინათ ხელშეკრულება "ავტოპარკინგთან" და მიღებული ანაზღაურება სრულად გადაეცათ მათთვის, რის შემდეგაც თანხის 20 პროცენტი დაუბრუნდებოდათ ხელფასის სახით. სადგომიდან გაგდების მუქარითა და ფიზიკური ანგარიშსწორების შიშით, ავტოსადგომის მორიგეები ყოველდღიურად უხდიდნენ მათ დასახელებულ თანხას.

შუამდგომლობის განხილვისას პროკურორმა მოითხოვა ბრალდებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების გამოყენება.

აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას, სასამართლომ ფაქტობრივი და ფორმალური გარემოებები გაითვალისწინა, რაც საკმარისია ბრალდებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისათვის. მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულებს ბრალი ედებათ მძიმე დანაშაულის ჩადენაში, ამავდროულად იმხილებიან ანალოგიური ხასიათის სხვა დანაშაულის ჩადენაში. მათთვის ბრალად შერაცხული ქმედება გულისხმობს ქონების მიღების მიზნით დაზარალებულებზე ძალადობას, რაც სასამართლოს უქმნის რწმენას, რომ ბრალდებულებმა შესაძლოა განაგრძონ დაზარალებულებზე ზეწოლა ამჯერად მტკიცებულებათა განადგურებისა და მოპოვების ხელის შეშლის მიზნით, ხელი შეუშალონ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას.

აღნიშნულნულ გარემოებებზე დაყრდნობით, სასამართლომ საფუძვლიანად და დასაბუთებულად მიიჩნია ბრალდების მხარის შუამდგომლობა და დააკმაყოფილა იგი.
 
                      თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახური

ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.