თბილისის საქალაქო სასამართლო ეხმაურება მოძრაობა “არა”-ს განცხადებას, ამავე ორგანიზაციის წევრის, აკაკი დარასელიას უკანონო დაპატიმრების შესახებ და განმარტავს:
ამა წლის 14 ივნისს, განსასჯელ ლუარსაბ ჟვანიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ, სხდომის დარბაზში მყოფმა აკაკი დარასელიამ სასამართლოს მიმართ გამოიჩინა აშკარა უპატივცემლობა, რაც გამოიხატა როგორც სიტყვიერ შეურაცყოფაში, ასევე სასამართლოს მანდატურის თანამშრომლენის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის თანახმად, წესრიგის დამრღვევის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ და არა მოსამართლე ნონო სანდოძის მიერ, როგორც ეს ნათქვამია მოძრაობა “არა”-ს განცხადებაში, გამოყენებული იქნა პატიმრობა 30 დღის ვადით. აღნიშნული სახდელის დადებისას გათვალისწინებული იქნა სასამართლოში წესრიგის დარღვევის სახე და სიმძიმე.
სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოში წესრიგის დარღვევისა და სასამართლოს უპატივისცმლობისათვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულია შესაბამისი სანქციები დარღვევის ხასიათისა და სიმძიმის მიხედვით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახური