თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ამხანაგობა `თანადგომა 2009 -ის, ამხანაგობა `იმედი-სა და მიშა ოთარაშვილის სარჩელი მოპასუხეების: ქ.თბილისის მერიისა და ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიმართ.
საქმის მასალების მიხედვით: ქ. თბილისში მდებარე, ჭრელაშვილის ქუჩის მცხოვრებნი ამავე ქუჩაზე არსებულ სარეკრეაციო ზოლში სავაჭრო-საყოფაცხოვრებო და საზკვების ობიექტების მშენებლობას აპროტესტებნენ. ამ მიზნით, მობინადრეებმა ადმინისტრაციული საჩივრით ქალაქ თბილისის მერიას მიმართეს, თუმცა, მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. რის გამოც, ჭრელაშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგინეს.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ნებართვა მშენებლობის შესახებ გაიცა კანონდარღვევით, რადგან სავაჭრო-საყოფაცხოვრებო და საზოგადოებრივი კვების ოებიქტის მშენებლობა გამწვანების ზოლში კანონმდებლობით აკრძალულია, რითაც დააკმაყოფილა კიდეც მოსახლეობის მოთხოვნა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახური