GEOENG
   
 
პრეს-რელიზი
დღეს, 12 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში, მკვლელობაში ბრალდებული ოთარ არუთინაშვილი სასამართლო სხდომის დარბაზიდან გათავისუფლდა. 

ოთარ არუთინაშვილს ჯ. ჭუმბურიძის განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა, შენახვა და ტარება ედებოდა ბრალად.

საგამოძიებო ორგანოდან შემოსული მასალების მიხედვით: განსასჯელ ოთარ არუთინაშვილის დამ, ს. არუთინაშვილმა, ნათესავ თ. ჭუმბურიძისგან ქ. თბილისში მაღაზიის ფართი იქირავა, რომელიც თ. ჭუმბურიძის რუსეთში მცხოვრებ მამას, ჯ. ჭუმბურიძეს ეკუთვნოდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ს. არუთინაშვილმა შექმნილი ფინანსური პრობლემების გამო, ქირის გადახდა ვეღარ შეძლო. 2009 წლის ნოემბერში რუსეთიდან დაბრუნდა ჯ. ჭუმბურიძე და ტელეფონით დაუკავშირდა ს. არუთინაშვილს. ჭუმბურიძემ მას ვალის გადახდა მოსთხოვა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. განაწყენებულმა ს. არუთინაშვილმა მომხდარის შესახებ მობილური ტელეფონით აცნობა ძმას, ოთარ არუთინაშვილს, რომელიც იმ პერიოდში სოფელ ვახტანგისის მამათა მონასტერში იმყოფებოდა. 2009 წლის 4 დეკემბერს ოთარ არუთინაშვილმა შურიძიების მოტივით, თანნაქონი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ქ. თბილისში ჯ. ჭუმბურიძის საცხოვრებელ სახლთან  მრავალჯერადი გასროლით სიცოცხლე მოუსპო ჯ. ჭუმბურიძეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.    

სასამართლო გამოძიების პროცესში დაკითხული ბრალდებისა და დაცვის მოწმეების ჩვენებებითა და სასამართლოს მიერ გამოკვლეული სს საქმის მასალებით, უტყუარად ვერ იქნა დადგენილი ოთარ არუთინაშვილის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ესებუას 2010 წლის 12 ივლისის განაჩენით, ოთარ არუთინაშვილი გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.  

                          თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახური

  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.