GEOENG
   
 
განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

2018 წლის 4 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ლიხაურის ქუჩაზე სპეცოპერაციისას დაკავებული 7 ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენების თაობაზე.

ბრალდებულებს ბრალად ედებათ ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა ჯგუფურად

საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულებმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობა, რასაც . თბილისში მდებარე სასტუმროს ნომრებში 2018 წლის 2 დეკემბრამდე უკანონოდ ინახავდნენ.

აღკვეთის ღონისძიების შერჩევისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულებს ბრალად ედებათ ჯგუფურად, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესაძლო ჩადენა. მაღალი საზოგადოებრივი საშიშროების გათვალისწინებით, სასამართლომ დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, ახალი დანაშაულის ჩადენის და ბრალდებულთა მიმალვის საფრთხეთა გათვალისწინებით, უკრაინის მოქალაქეების და ..- მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა გამოიყენა.

წინასასამართლო სხდომა 2019 წლის 24 იანვარს 15:00 გაიმართება.

  

ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.