GEOENG
   
 
შეყვარებულის მკვლელობისათვის ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა

2018 წლის 14 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებებში და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი . .- განზრახ მკვლელობისათვის, ბრალდებულ ლადო .- მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა და მას სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო გამოძალვის ეპიზოდშიც, კერძოდ სხვისი ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნაში,რასაც თან ახლდა დაზარალებულის ..- სახელის გამტეხი ცნობის გახმაურება და ასეთი ცნობის გავრცელების მუქარა. ბრალდებული, ასევე, გამტყუნდა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონო შენახვა, გამოყენება და გავრცელების ბრალდების საქმეში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია

საქმე ეხება, 2018 წლის 22 თებერვალს, ეჭვიანობის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით და განსაკუთრებული სისასტიკით, ბრალდებულთან სასიყვარულო ურთიერთობაში მყოფი პირის ..- მკვლელობას, რა დროსაც ლადო .-, გამთენიისას შეყვარებული სახლიდან გაიხმო და მისთვის ძლიერი ტკივილისა და ტანჯვის მიყენების განზრახვით, დანის მრავალჯერადი და მრავლობითი დარტყმით, დაზარალებულს 33 ჭრილობა მიაყენა. თავისა და კისრის არეში მიყენებული სასიკვდილო ჭრილობებით .. ადგილზე გარდაიცვალა.

საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულმა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და განმარტა, რომ შეყვარებულის ძებნა მას შემდეგ დაიწყო, რაც ამ უკანასკნელმა მის სატელეფონო ზარებს არ უპასუხა

სასამართლო სხდომებზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და ჩხრეკის ოქმებით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებითა და საქმის მასალების ანალიზით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ბრალდებულის მიერ . .- განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობა

სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო შანტაჟის გზით ..- პირადი ცხოვრების ამსახველი სურათებისა და ვიდეო მასალის გამოძალვისათვის და საჯაროდ გავრცელების მუქარისათვის. ასევე, ამ მასალების შენახვის, გამოყენებისა და სოციალური ქსელის ,,ფეისბუქისმეშვეობით, უკანონოდ გავრცელებისათვის.

 

ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.