GEOENG
   
 
მოძალადე ქმარს 10 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

2018 წლის 16 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობისა  და მუქარისათვის ბრალდებულ ლ.გ.-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

საქმე ეხება, ბრალდებულის მიერ მეუღლეზე და მის მეგობარზე ფიზიკური შეურაცხყოფისა და სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით, ასევე, ძალადობის და ცემის ფაქტს, რა დროსაც ქალმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ყოფილი ქმრის მიერ მიყენებული ძალადობრივი ქმედებებით მას ფიზიკური და მორალური ზიანი მიადგა. (5 ეპიზოდი)

საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულმა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში, თუმცა სასამართლო სხდომებზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, ვიდეო ჩანაწერებით, მოწმეთა და დაზარალებულთა ჩვენებებით უტყუარად დადასტურდა ბრალდებულის მხრიდან საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დანაშაულის ჩადენა. (სამი ეპიზოდი) ბრალად წარდგენილ ორ ეპიზოდში ლ.გ. სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.

გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, სასჯელის შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ბრალდებულს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 10 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.