GEOENG
   
 
მძღოლს, რომელმაც ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა პატიმრობა შეეფარდა

2018 წლის 13 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, ბრალდებულ ლ.ა.-ს მიმართ და მას აღკვეთის ღონისძიების სახედ შეუფარდა პატიმრობა.

ლ.ა.-ს ბრალად ედება ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ ვინც სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში. მანვე ჩაიდინა განსაცდელში მიტოვება, დაუხმარებლად იმის მიტოვება, ვინც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და შესაძლებლობა არ ჰქონდათ მიეღოთ ზომები თავის დასაცავად, თუ მიმტოვებელს ევალებოდა მათზე ზრუნვა და შეეძლო მათი დახმარება.

საქმის მასალების თანახმად, მიმდინარე წლის 11 სექტემბერს, დაახლოებით 23:45 საათზე, ქალაქ თბილისში, ბრალდებულმა, რომელიც იმყოფებოდა ნასვამ  მდგომარეობაში ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები და ყოველგვარი ობიექტური ხელისშემშლელი მიზეზების გარეშე შეეჯახა ქვეითად მოსიარულეებს ნ. მ.-სა და ნ. ჯ.-ს, რომლებიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ.

შუამდგომლობის განხილვისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულს ბრალად ედება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის  - ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის შესაძლო ჩადენა. ასევე ის  გარემოება, რომ ლ. ა. არაერთხელ არის დაჯარიმებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისათვის და შემთხვევის დღესაც ავტომობილს მართვადა მთვრალ მდგომარეობაში. შესაბამისად, ბრალდებულის მხრიდან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეზე ზემოქმედების საფრთხეთა გათვალისწინებით, ბრალდებულის მიმართ სასამართლომ გამოიყენა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა.

მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 5 ნოემბერს 11:00 საათზე გაიმართება.

ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.