GEOENG
   
 
ნიკანორ მელია სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო

2018 წლის 10 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ, დადასტურებულად მიიჩნია ნიკანორ მელიას მხრიდან ადმინისტრაციული  სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი. სასამართლომ პოლიციის თანამშრომლისთვის  სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას ხელის შეშლისთვის და მათი  კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის,  საქართველოს პარლამენტის წევრი სამართალდამრღვევად ცნო და მას ადმინისტრაციული სახდელის სახით  3000  ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.

საქმე ეხება, 2018 წლის 11 ივნისს, ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, მიმდინარე საპროტესტო აქციას, რა დროსაც, მოქმედი დეპუტატი, გადავიდა საავტომობილო გზაზე, რითაც ხელი შეუშალა ტრანსპორტის გადაადგილებას. პოლიციელების არაერთგზის მოწოდებისა გაეთავისუფლებინა სავალი ტრანსპორტის სავალი ნაწილი,  ნიკანორ მელია არ დაემორჩილა პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას.   

ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.