GEOENG
   
 
თბილისის საქალაქო სასამართლომ კანონიერი ქურდობისათვის ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიამ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბრალდებულის თ.ხ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენების თაობაზე. თ.ხ-ს ბრალად ედება კანონიერი ქურდობა-განსაკუთრებით მძიმე  კატეგორიის ორგანიზებული დანაშაულის ჩადენა.
 
საქმის მასალების თანახმად, ბრალდებული თ.ხ, რომელიც ,,კანონიერი ქურდი“-ა, აქტიურად მონაწილეობს ,,ქურდული სამყაროს“ მართვასა და ორგანიზებაში და ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მეთოდების გამოყენებით, კერძოდ, დაშინებით, საკუთარი კრიმინალური გავლენის და სხვა უკანონო ქმედებებით, რომლის მიზანია, როგორც თავისთვის, ასევე სხვისთვის სარგებლის  ან უპირატესობის მიღება, ძალაუფლების და გავლენის მოპოვება, მართავს და ორგანიზებას უწევს პირთა გარკვეულ ჯგუფებს. მათ შორი ,,ქურდული სამყაროს“ წევრებს და ,,ქურდულ სამყაროსთან“ აქტიურად დაკავშირებულ სხვა პირებს.
 
2018 წლის მაისში, ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის აქტიურმა მხარდამჭერმა დ.გ.-მ, მისთვის მატერიალური უპირატესობის მიღების მიზნით მიმართა თ.ხ.-ს რათა მას დ.გ.-სა და თ.ბ.-ს შორის არსებული ფინანსური დავა ,,ქურდული გარჩევის“ გზით განეხილა და გადაეწყვიტა. ბრალდებულმა ,,კანონიერმა ქურდმა“ თ.ხ.-მ არსებული დავა დ.გ-ს სარგებლოდ გადაწყვიტა. ამავე პერიოდში დ.გ.-მ კვლავ მიმართა ბრალდებულს რათა ამჯერად, ქურდული გარჩევის გზით განეხილა და გადაეწყვიტა მისი და ზ.კ.-ს მატერიალური დავა ორ პირთან. კანონიერმა ქურდმა თ.ხ.-მ, თავისი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, ,,ქურდული გარჩევის გზით, კვლავ  განიხილა და  თავისთვის, ასევე დ.გ.-სა და ზ.კ.-ს სარგებლის მიღების, მათთვის უპირატესობის მინიჭების, საკუთარი კრიმინალური გავლენის,  ძალაუფლების დამკვიდრებისა  და გავრცელების მიზნით, დავა დ.გ.-სა და ზ.კ.-ს სასარგებლოდ გადაწყვიტა.  თურქეთში მყოფ ,,კანონიერ ქურდთან“ თ.ხ.-სთან სისტემატიური და აქტიური კავშირი აქვს დ.მ.-საც, რომელიც არის  ,,ქურდული სამყაროს“ აქტიური წევრი.
 
დ.მ.-მ არასრულწლოვან ლ.ს.-სა და ს.ჯ.-ს შორის არსებული მატერიალური დავის ,,ქურდული გარჩევით“ გადასაწყვეტად ს.ჯ. დააკავშირა თურქეთში მყოფ ბრალდებულს, რომელმაც თავისი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით შეაფასა  ს.ჯ.-ს ქმედება, მიიღო გადაწყვეტილება ლ.ს.-ს სასარგებლოდ, საკუთარი კრიმინალური გავლენის, ძალაუფლების დამკვიდრებისა და გავრცელების მიზნით. აგრეთვე დაშინებით და თავისი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, მოსთხოვა ს.ჯ.-ს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დროულად შესრულება.
 
აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულს ბრალად ედება კანონიერი ქურდობა-განსაკუთრებით მძიმე  კატეგორიის ორგანიზებული დანაშაულის შესაძლო ჩადენა. ასევე, მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ არსებობს ბრალდებულის მხრიდან დანაშაულებრივი კონტაქტები, სხვადასხვა უკანონო ქმედებების განხორციელების რისკი, აგრეთვე მტკიცებულებების განადგურების, მიმალვისა და გამოუცხადებლობის საფრთხე. შესაბამისად სასამართლომ ბრალდებულ თ.ხ.-ს მიმართ, მის დაუსწრებლად - პატიმრობა გამოიყენა.
 
საქმეზე წინასასამართლო სხდომა  2018 წლის 26 სექტემბერს 12:00 საათზე გაიმართება.

ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.