GEOENG
   
 
ქურდული სამყაროს წევრობასა და მხარდაჭერაში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიამ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბრალდებულების დ.გ.-ს, დ.მ.-ს, თ.ბ.-ს და კ.ბ,-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენების თაობაზე.

ბრალდებულ დ.გ- ბრალი ედება ,,კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვისთვის ,,ქურდული გარჩევის“ განხორცილების  და თავისთვის მატერიალური უპირატესობის მისაღებად, პირზე გავლენის მოხდენის მიზნით (ორი ეპიზოდი), მასევე ბრალი ედება ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისათვის, ე.ი. ქმედება ჩადენილი იმ პირის მიერ, რომლისთვისაც ცნობილია ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის შესახებ და რომელიც  აქტიური ქმედებით ხელს უწყობს ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას.

.მ.- ბრალი ედება  ქურდული სამყაროს წევრობისთვის. .ბ.-. ,,კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვა ,,ქურდული გარჩევის“ განხორციელების და თავისთვის მატერიალური უპირატესობის მისაღებად პირზე გავლენის მოხდენის მიზნით. ხოლო, .ბ.-  ბრალი ედება  ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში, ე.ი. ქმედება ჩადენილი იმ პირის მიერ, რომლისთვისაც ცნობილია ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის შესახებ და რომელიც აქტიური ქმედებით ხელს უწყობს ქურდული სამყაროს საქმიანობის განხორციელებას.

აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულებს ბრალად ედებათ მძიმე კატეგორიის ორგანიზებული დანაშაულის შესაძლო ჩადენაში. საქმის მასალების მიხედვით სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობს ბრალდებულების მხრიდან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, მტკიცებულებათა მოპოვებაში ხელშეშლისა და მიმალვის საფრთხეები ბრალდებულების დ.გ.-ს, დ.მ.-ს, თ.ბ.-ს და კ.ბ,-ს მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების სახე პატიმრობა გამოიყენა.

სააქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 26 სექტემბერს 16:00 საათზე გაიმართება.

ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.