GEOENG
   
 
სასამართლოს ნეპალის მართლმსაჯულების დელეგაცია ესტუმრა
თბილისის საქალაქო სასამართლოს  ნეპალის მართლმსაჯულების დელეგაცია  ეწვია ნეპალის უზენაესი სასამართლოს  მოსამართლის დოქტორ ანანდა მოჰან  ბჰატარაის  ხელმძღვანელობით.
 
ნეპალის დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში უზენაესი და  სააპელაციო სასამართლოს  მოსამართლეები, ასევე   მედიაციის საბჭოს  წევრები  არიან, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე სერგო მეთოფიშვილმა  და სასამართლოს მენეჯერმა მარიამ ცქიფურიშვილმა უმასპინძლეს. შეხვედრაზე მხარეებმა მედიაციის პროექტზე და  სასამართლოში მისი ინპლემენტაციის საკითხებზე ისაუბრეს.  ორმხრივი  გამოცდილების გაზიარების შემდგომ, დელეგაციის წევრებმა სასამართლოს შენობა დაათვალიერეს, მოინახულეს მედიაციის სასესიო ოთახები და  სესიების მიმდინარეობის თაობაზე ინფორმაციია მიიღეს მედიაციის ცენტრის კოორდინატორისგან. 
 
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში  სტუმრებმა მოსამართლეებს  სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. 

nepalinepalinepalinepalinepali
ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.