GEOENG
   
 
სატრანსპორტო საშუალების მძღოლს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა
2018 წლის 25 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა მძღოლის მიმართ, რომელიც სატრანსპორტო საშუალებას მართავდა მთვრალ მდგომარეობაში,  რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.   
 
საქმე ეხება, 2016 წლის 6 ნოემბერს ქ.თბილისში, ჯავახეთის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც ბრალდებულმა ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა შეასრულა არასწორი მანევრი და ავტომანქანა „ჰონდა ფიტ“-ით შეეჯახა ქვეითად მოსიარულე რ. ტ.-ს. დაზარალებული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებებით გარდაიცვალა. 
 
საქმის არსებითად განხილვისას, ბრალდებულმა სრულად აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული. ღია სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა შეფასებით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, ბრალდებულის მხრიდან ნასვამ მდგომარეობაში ჩადენილი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტი. სასამართლომ ბრალდებულის აღიარებით ჩვენებასთან ერთად, მხედველობაში მიიღო მოწმეთა ჩვენებები, შემთხვევის ადგილისა და ვიდეო-ფირის დათვალიერების ოქმები, სამედიცინო დოკუმენტაცია,  ნივთიერი მტკიცებულებები, ალკოჰოლური თრობის დასკვნა და საქმეში არსებულ მასალათა შეჯამების შედეგად, სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. ბრალდებულს სასჯელის სახედ განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე 1  წლის ვადით ჩამოერთვა ავტომანქანის მართვის უფლება.
 
შ.ჯ. საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, სასამართლო სხდომის დარბაზში დააკავეს.

ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.