GEOENG
   
 
ე.წ ‘’ფარული კადრების’’ საქმეზე სასამართლომ ნაწილობრივ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა
2018 წლის 22 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ „ფარული კადრების“ მოპოვება, შენახვისა და გავრცელების ბრალდების საქმეზე, ბრალდებულ ორ პირს ი.ფ.-სა და გ.ღ.-ს  01 წლითა და 06 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო ერთი პირის ზ.ჯ.-ს მიმართ სასამართლომ სრულად გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.
 
საქმე ეხება საზოგადოებისთვის ცნობილი პირების მიმართ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეს. 
 
წარდგენილი ბრალდების თანახმად, ბრალდებულებმა ჩაიდინეს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონო მოპოვება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ზ. ჯ.-მ ასევე ჩაიდინა უკანონოდ მოპოვებული მასალის გავრცელება. გ. ღ.-ს ბრალად ედებოდა, ასევე პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის შენახვა და მისი მასობრივი მაუწყებლობის საშუალებით უკანონოდ გავრცელების მცდელობა, ჩადენილი ანგარებით, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია.  ხოლო, ბრალდებულმა ი.ფ.-მ პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვებასთან ერთად, ანგარებით ჩაიდინა, მისი შენახვა და გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მასვე, ბრალად ედებოდა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.
 
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ხელყოფის საქმეზე სასამართლომ, დაზარალებულთა პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, დახურულ სხდომებზე იმსჯელა. ბრალდებულმა გ.ღ.-მ აღიარა ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, ხოლო ბრალდებულებმა ზ.ჯ.-მ და ი.ფ.-მ თავი არ ცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში.
 
სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებით, სასამართლომ ზ.ჯ.-ს მიმართ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის არასაკმარისად მიიჩნია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები  და შესაბამისად, ზ.ჯ-ს მიმართ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი. ბრალდებულ ი. ფ.-ს მიმართ გადაკვალიფიცირდა ბრალად შერაცხული ქმედება და ნაცვლად ანგარებით ჩადენილი დანაშაულისა, მსჯავრი დაედო პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვებისა და შენახვისათვის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვისათვის და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 წლის და 06 თვის ვადით.
 
რაც შეეხება ბრალდებულ გ.ღ-ს, სასამართლომ დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით მას განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 წლისა და 06 თვის ვადით.  ორივე ბრალდებული, საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, სასამართლო სხდომის დარბაზში დააკავეს.

ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.