GEOENG
   
 
თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადება
ზვიად დევდარიანისა და მის ადვოკატის დიმიტრი გაბუნიას მიერ გავრცელებული განცხადება, ‘’სასამართლოდან ინფორმაციის გაჟონვასთან“ დაკავშირებით არის სიცრუე და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. მხარეთა მიერ ვარაუდის საფუძველზე გავრცელებული ინფორმაცია და სასამართლოს ობიექტურობაში ეჭვის შეტანა, ხელს უშლის სასამართლოსადმი ნდობის ამაღლებას და მიზნად ისახავს უწყების დისკრედიტაციას.
 
ზვიად დევდარიანისა და მისი რწმუნებულის განცხადებების ქვეტექსტი, თითქოს სასამართლომ არაოფიციალურად, უკანონოდ და დარღვევით გასცა ინფორმაცია, არ შეესაბამება სინამდვილეს და არის სრული დეზინფორმაცია. სასამართლოს მხრიდან ინფორმაცია გაიცემა მხოლოდ კანონით დადგენილი ფორმითა და წესით.  
 
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლო მოუწოდებს განმცხადებლებს  მეტი ყურადღება გამოიჩინონ და დაუზუსტებელი და მცდარი ინფორმაციის გავრცელების ნაცვლად, სასამართლოს მოხელის მხრიდან კონკრეტული გადაცდომის შესახებ ინფორმაციის არსებობისას, მიმართონ შესაბამის ორგანოს. 

ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.