GEOENG
   
 
აღმოსავლეთ -დასავლეთ მართვის ინსტიტუტის უფროსის მოადგილე ნილ ვაინშტაინერი სასამართლოს სტუმრობდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს აღმოსავლეთ -დასავლეთ მართვის ინსტიტუტის უფროსის მოადგილე ნილ ვაინშტაინერი და სამოსამართლო სწავლებისა და გაცვლითი პროგრამების კოორდინატორი ბაქარ  ჯიქია სტუმრობდნენ.

USAID/PROLoG-ის დაფინანსებით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო სპეციალიზაციის რამდენიმე მოსამართლე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში, ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში  იმყოფებოდა.  პროგრამის ფარგლებში  მოსამართლეები ადგილზე გაეცვნენ ამერიკული სამართალწარმოების სისტემას და ინოვაციური ტექნოლოგიების როლს საქმისწარმოების პროცესში. დელეგაციის წევრები ასვე სტუმრობდნენ სხვადასხვა სასამართლოებს, შეხვდნენ ამერიკელ მოსამართლეებს და  დაესწრნენ სასამართლო პროცესებს.

პროგრამა მიზნად ისახავს მოსამართლეთა პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას და გამოცდილების ორმხრივ გაზიარებას. ამერიკულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, რომ პროგრამის ფარგლებში კვლავ უმასპინძლოს ქართველ მოსამართლეებს. 

usaidusaidusaidusaidusaidusaid

ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.