GEOENG
   
 
ნაფიცმა მსაჯულებმა განზრახ მკვლელობის საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყეს
2018 წლის 15 მაისს, ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით თბილისის საქალაქო სასამართლოში განზრახ მკვლელობის ბრალდების საქმეზე სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. 
 
საქმე ეხება, 2017 წლის 15 სექტემბერს, დაახლოებით 22:30 საათზე, ქ. თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი „დირსის“ ტერიტორიაზე მომხდარ შემთხვევას, რა როსაც ბრალდებულმა ი. ა.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით გულმკერდის არეში დანა დაარტყა მ. ა.-ს, რომელიც მიყენებული დაზიანების შედეგად გარდაიცვალა. 
 
პირველ სასამართლო სხდომაზე განისაზღვრა 12 ძირითადი და ერთი სათადარიგო ნაფიცი მსაჯული. ძირითად მსაჯულებს შორის, წილისყრის საფუძველზე აირჩა უფროსი ნაფიცი მსაჯული, რომელიც თათბირის პროცედურას უხელმძღვანელებს და დასასრულს, ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტს გამოაცხადებს. მსაჯულებმა ასევე დადეს ფიცი, რომ პატიოსნად და მიუკერძოებლად აღასრულებენ ნაფიცი მსაჯულის უფლება-მოვალეობას. 
 
გუშინდელ სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს წინაშე შესავალი სიტყვები წარადგინეს და დაიკითხა ბრალდების ერთი მოწმე. 
 
საქმეზე მომდევნო განხილვა, დღეს, 16 მაისს, 11:00 საათზე, ნაფიც მსაჯულთათვის განკუთვნილ პირველ სხდომათა დარბაზში გაიმართება.

ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.