GEOENG
   
 
ნარკოდანაშაულისათვის ბრალდებულ 8 პირს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდათ
 თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოდანაშაულისათვის ბრალდებულ რვა პირს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

წარდგენილი ბრალის თანახმად, ბრალდებულებს ბრალად ედებათ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი დიდი ოდენობით, ხოლო ბ. დ.-ს განსაკუთრებით დიდი ოდენობით. მათვე ბრალად ედებათ, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღება, ჩადენილი დიდი ოდენობით. (ბ. დ.-სა და ჯ. ე.-ს სამ-სამი ეპიზოდი, თ. ჩ.-ს, ვ. ჟ.-სა და ქ.მ.-ს ორ-ორი ეპიზოდი, გ. მ. -ს, მ. მ. -სა და ლ. მ.-ს თითო ეპიზოდი).

საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულებმა, გასული რამდენიმე თვის მანძილზე, უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალებები, განსხვავებულ დროსა და ადგილას უკანონოდ გაასაღეს სხვადასხვა პირზე თბილისში მდებარე კლუბებსა და სხვა ტერიტორიაზე.

აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძვლები. სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდებულთა მიმართ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენება ვერ უზრუნველყოფს აღკვეთის ღონისძიების საპროცესო მიზნების მიღწევას. კერძოდ, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულებს 7-დან 14 წლამდე, ხოლო ერთ მათგანს 8-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. სასამართლოს განჩინების თანახმად, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, არსებობს ბრალდებულების მხრიდან მიმალვის, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელებისა და დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებისა და საქმის გარემოებების სრულად გარკვევაში ხელის შეშლის საფრთხეები. ამდენად, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა გამოიყენა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 9 ივლისს, 14:00 საათზე გაიმართება.
ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.