GEOENG
   
 
ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის მოსწავლეები თბილისის საქალაქო სასამართლოში

2018 წლის 8 და 10 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის მოსწავლეები სტუმრობდნენ. ორი დღის განმავლობაში მოსწავლეებს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიების მოსამართლეები შეხვდნენ და მათთვის საინტერესო კითხვებს უპასუხეს. მოსამართლეებმა ბავშვებს უამბეს სასამართლოს დაარსების ისტორია, გააცნეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მუშაობის სპეციფიკა, ესაუბრნენ კოლეგიების განსჯადობასა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მნიშვნელობის შესახებ.

ვიზიტის ფარგლებში, მოსწავლეები ესტუმრნენ მოქალაქეთა მომსახურების ცენტრს, მიიღეს ინფორმაცია მედიაციის პროექტის შესახებ და მოინახულეს ნაფიც მსაჯულთა სხდომათა დარბაზი. ორივე დღეს, შეხვედრის დასასრულს მოსწავლეები სამოქალაქო საქმეზე საქმის განხილვას დაესწრნენ.

baqsvudibaqsvudibaqsvudi baqsvudi

baqsvudi baqsvudi

ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.