GEOENG
   
 
მოსამართლეთა სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში
2018 წლის, 18-28 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ვასილ მშვენიერაძე, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის თავმჯდომარე თემურ გოგოხია, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები ხათუნა კაკაბაძე,  ეკატერინე ბიწაძე, ეკატერინე კულულაშვილი ქართველ კოლეგებთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ განხორციელებული პროგრამის „ღია სამყარო (Open world)’’-ს ფარგლებში, მოსამართლეები ვაშინგტონსა და ატლანტაში, სხვადასხვა ინსტანციების სასამართლოთა მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. ამერიკული კულტურის უკეთ გაცნობის მიზნით, მოსამართლეებს ადგილობრივი ოჯახები მასპინძლობდნენ. პროგრამა „ღია სამყარო ‘’Open world” მთლიანად დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ.
ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.