GEOENG
   
 
პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების საქმეზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს მთავარი პროკურატურის  შუამდგომლობა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N6 დაწესენულების ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენების თაობაზე. 

ბრალდებულებს
  ს .ხ.-ს,  ლ. ბ.-ს და რ. ჯ.-ს ბრალად ედებათ პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზება, ჩადენილი მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად, დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ.

საქმის მასალების თანახმად, 2006 წლის აგვისტო-სექტემბრის თვეში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N6 დაწესებულების დირექტორის,  მისი მოადგილისა და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსის ორგანიზებით,  საპყრობილეში შექმნილი უკანონო და დანაშაულებრივი სისტემის საფუძველზე ათეულობით მსჯავრდებული დაექვემდებარა დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას. კერძოდ, ბრალდებულების ბრძანების საფუძველზე, მსჯავრდებულები სამარტოო საკანში საწოლის ნივთების, თეთრეულის, სამედიცინო მომსახურების, პირადი ჰიგიენის ნივებისა და ტანსაცმლის გარეშე იყვნენ მოთავსებულები.

ღია სასამართლო სხდომაზე შუამდგომლობის განხილვისას სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური, ისე ფაქტობრივი საფუძვლები. ბრალდებულთა მიმალვის, თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში პროცესის მონაწილეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხეთა გათვალისწინებით, სასამართლომ ჩათვალა, რომ მსუბუქი აღკვეთის ღონისძიება ვერ უზრუნველყოფდა აღკვეთის ღონისძიების მიზნებს.

მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 31 მაისს, 14:00 საათზე გაიმართება.

ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.