GEOENG
   
 
უნიჯეოს სტუდენტები თბილისის საქალაქო სასამართლოში

საზოგადოებრივი სასამართლოს პროექტის ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ - უნიჯეოს სტუდენტებს უმასპინძლა. სამართლის სკოლის სტუდენტებს სასამართლოს მენეჯერი მარიამ ცქიფურიშვილი და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე მაია გიგაური შეხვდნენ. შეხვედრის მიზანს ახალგაზრდებისათვის სასამართლოს საქმიანობისა და სისტემის სპეციფიკის  გაცნობა წარმოადგენდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუმრებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს  ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, მედიაციის პროექტის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსისა და სასამართლოში სტაჟირების მოქმედი წესის შესახებ. სტუდენტებმა დაათვალიერეს სასამართლო სხდომათა დარბაზები და მედიაციის სასესიო ოთახები, ასევე, ადგილზე გაეცნენ მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის საქმიანობას და საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის მუშაობის სპეციფიკას.

თბილისის საქალაქო სასამართლო გამოთქვამს მზადყოფნას უმასპინძლოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს  მათი პროფესიული განვითარებისა და   პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაღრმავების  მიზნით. 

     

  

ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.