GEOENG
   
 
თბილისის საქალაქო სასამართლო შეუერთდა აქციას - არ გადადო - აიცერი!
თბილისის საქალაქო სასამართლო შეუერთდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის აქციას - ,,არ გადადო - აიცერი“!
 
თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე - ვასილ მშვენიერაძემ და სასამართლოს მენეჯერმა - მარიამ ცქიფურიშვილმა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორ ამირან გამყრელიძესთან ერთად თანამშრომლებს აქციის მიმდინარეობის პირველადი შედეგები გააცნეს და მიაწოდეს ინფორმაცია დაავადების დამარცხების პროცესში სკრინინგის მნიშვნელობის შესახებ. 
 
მოსამართლეებს და აპარატის თანამშრომლებს წითელა, წითურა, ყბაყურას საწინააღმდეგო კომბინირებული ვაქცინაცია, ასევე ჰეპატიტის და შიდსის უფასო სკრინინგი ჩაუტარდათ. აქცია თბილისის საქალაქო სასამართლოს და შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი ინიციატივით ჩატარდა. 
 
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ინფორმაციით 2017 წლის ბოლოდან საქართველოში წითელას შემთხვევების ზრდის ტენდენცია შეინიშნება. წითელა ჰაეროვანი გზით გადამდები ვირუსული დაავადებაა, ამიტომ დაინფიცირების რისკი განსაკუთრებით მაღალია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. წითელას ვირუსი იწვევს ცხელებას, კანსა და ლოყის ლორწოვანზე დამახასიათებელ გამონაყარს. იგი ხშირად რთულდება ყურის, ფილტვების და თავის ტვინის ანთებით. წითელა ყველაზე ადვილად გადამდები დაავადებაა. მისი საწინააღმდეგო ვაქცინა კი ძალზე უსაფრთხო და ეფექტურია - ორი დოზის მიღების შემდეგ დამცველობითი ეფექტი 97%-ს აღწევს, ერთი დოზის მიღების შემთხვევაში-93%-ს.
acra acra
acraacra
acraacra
 

ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.