GEOENG
   
 
სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი შეცნობით, ტერორისტებისათვის და ტერორისტული ორგანიზაციისათვის მომსახურების გაწევისა და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდების საქმეზე, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, ბრალდებულ ა. ბ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლომ, დახურულ სხდომაზე შუამდგომლობის განხილვისას მიიჩნია, რომ სახეზე იყო ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური (საპროცესო), ასევე ფაქტობრივი (მტკიცებულებითი) საფუძვლები. სასამართლომ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, ბრალდებულის მხრიდან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, მიმალვისა  და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხეთა გათვალისწინებით, განზრახი, განსკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენისათვის ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.


ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728    
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.