GEOENG
   
 
სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა

სრულწლოვან ბრალდებულ ზვიად მ.-ს, წინასწარი შეცნობით, 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირისა და გაუკუღმართებული ფორმით,  სხვაგვარი სექსუალური კონტაქტისათვის, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

სასამართლომ, ბრალდებული დამნაშავედ ცნო 13 წლის გოგონასთან სქესობრივი კავშირისათვის, მათ შორის გაუკუღმართებული ფორმით, რომელსაც 2017 წლის 25 იანვრიდან  4 თებერვლის ჩათვლით, რამოდენიმეჯერ ჰქონდა ადგილი.

დახურულ სასამართლო სხდომაზე, ბრალდებულმა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ მისთვის დაზარალებულის ასაკი ცნობილი არ იყო. თუმცა, სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, მათ შორის მოწმეთა გამოკითხვის ოქმებითა და Facebook მიმოწერის დათვალიერებისას დადასტურდა, რომ პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ბრალდებული, გრძნობებით მანიპულირებითა და თვითმკვლელობის მუქარით, ფსიქოლოგიურ ზეგავლენას ახდენდა არასრულწლოვანზე.

დანაშაული მას შემდეგ გაიხსნა, როდესაც  გოგონამ  ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული აბების ზემოქმედების ქვეშ მყოფ პირთან  სექსუალურ ურთიერთობაზე დედას უამბო. 

ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.