GEOENG
   
 
ლიტველი მოსამართლეების სტუმრობა სასამართლოში

თბილისის საქალაქო სასამართლოს ლიტვის მოსამართლეთა დელეგაცია ესტუმრა. ლიტველ კოლეგებს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ვასილ მშვენიერაძემ, სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლეებთან ერთად უმასპინძლა.

შეხვედრაზე, მხარეებმა ისაუბრეს, სასამართლოს რეფორმის ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ ცვლილებებზე, სტუმრები ასევე დაინტერესდნენ, მოსამართლეთა თანამდებობაზე გამწესებისა და მათ მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურით.

შეხვედრის დასასრულს, დელეგაციის წევრებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობა, სხდომათა დარბაზები და მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი მოინახულეს. ლიტვის დელეგაციის ვიზიტი, ხვალ თბილისის სააპელაციო სასამართლოში სტუმრობით გაგრძელდება.

shexvedrashexvedrashexvedrashexvedrashexvedrashexvedra

  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.